მიმართულება
ნეირორეანიმაცია
ნეირორეანიმაციის განყოფილება 2024 წლიდან ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მძიმე ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული პაციენტების ინტენსიურ მონიტორინგს, მკურნალობასა და მართვას. პაციენტებზე ზრუნვა ეფუძნება მულტიდისციპლინურ მიდგომას, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებსა და მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს.
განყოფილებაში მიმდინარეობს კრიტიკული ნევროლოგიური მდგომარეობების უწყვეტი შეფასება და სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ნევროლოგების, ნეიროქირურგების, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კოორდინირებული ჩართულობით.
თამთა კინწურაშვილი
ნეირორეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი